|
|
"სარბიელი"
ლეკომ მასპინძელი დაამწუხრა
ლაშა გეგეჭკორი
მეხუთე ტურში გერმანელმა იან გუსტაფსონმა კარგად ითამაშა, ერთპიროვნული ლიდერობა მოიპოვა და თავისიანებს იმედიც გაუჩინა, მაგრამ პეტერ ლეკომ მომდევნო ტურში ეს ილუზიები მოუსპო და მასპინძლები ხახამშრალი დატოვა. მოჭადრაკეებმა ძველინდური დაცვა გაითამაშეს, პარტია კი 5 საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. უნგრელმა დებიუტში სიფრთხილე გამოიჩინა, იერიშს მოერიდა და წინა ხაზის გაძლიერებას შეუდგა. გუსტაფსონმა ლაზიერის ფლანგიდან დაარტყა მეტოქეს, ვ ზოლზე ეტლები დააყენა და გაცვლებს მიმართა. ლეკო აქტიურად ჩაერთო თამაშში, თეთრ ფიგურებს დაერია და 26-ე სვლაზე პაიკს გამორჩა. მადიარმა ხელმწიფის მხრიდან პაიკების გაყვანა დაიწყო, უპირატესობა კიდევ უფრო განიმტკიცა და 45-ე სვლაზე მსუყე ქულაც აიღო. მსოფლიოს ექსჩემპიონმა ვლადიმირ კრამნიკმა კი 17 წლის იან ნეპომნიაშჩის ქულა 39-ე სვლაზე გაუყო და პატარა თანამემამულე მესამე ადგილზე დატოვა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |