"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

გეგმიური მარცხი: ქართველებს სერბებთან შანსი არ ჰქონდათ

ლექსო მაისურაძე

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ვენეციაში მიმდინარე მსოფლიოს სტუდენტურ ჩემპიონატზე პირველი თამაში ჩაატარა და ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტ სერბეთის ნაკრებთან 22:31 წააგო. იტალიაში ქართულ დელეგაციასთან დაკავშირება გუშინ გაძნელდა და უფრო კონკრეტული ინფორმაციაც არ გვაქვს, თუმც ახლა მთავარი ისაა, რომ ნაკრებმა მობილიზება მოახერხოს და ს ჯგუფში დარჩენილი ორი თამაში, აზერბაიჯანთან და იაპონიასთან, მოიგოს, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეს. სერბეთთან წარმატებით თამაში ისედაც ძნელად პროგნოზირებადი იყო და ჩვენები ჯგუფში მთავარ კონკურენტად იაპონიას მოიაზრებდნენ, იმ ლოგიკით, რომ აზერბაიჯანს დღეს აუცილებლად უნდა მოვუგოთ და მთავარ მატჩში იაპონიას ვეთამაშოთო.

აზერბაიჯანთან შეხვედრა დღეს თბილისის დროით 7 საათზე დაიწყება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com