"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

წარწერა საფლავის ქვაზე...

გიორგი კაკაბაძე

მოყვარულმა ისტორიკოსმა პიტერ ლაპსონმა მრავალწლიანი ძებნის შემდეგ, ჰადერსფილდთან ახლოს, მიტოვებულ სასაფლაოზე იპოვნა ადგილი, სადაც 1901 წელს ბენ სვიფტ ჩემბერსი დაკრძალეს ანუ ადამიანი, რომელმაც ლივერპულში ფეხბურთის აღორძინებას ჩაუყარა საფუძველი.

სწორედ ჩემბერსის წყალობით, 1878 წელს ლივერპულში დაარსდა კრიკეტის კლუბი "სენტ დომინგო". მას სურდა, რომ უსაქმურად მყოფი ახალგაზრდები ქუჩიდან მოეშორებინა და ისინი სპორტით დაეინტერესებინა.

მალევე, ამავე სახელწოდების საფეხბურთო კლუბი შეიქმნა, რომელსაც მოგვიანებით "ევერტონი" დაერქვა. 14 წლის მერე, ევერტონელებს "ენფილდ როუდის" ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოუვიდათ და კლუბმა სტადიონი გამოიცვალა, "გუდისონ პარკზე" გადაბარგდა, სადაც დღემდე ბინადრობს. "ენფილდზე" კი ახალი საფეხბურთი გუნდი "ლივერპული" გამოჩნდა.

ლივერპულში ფეხბურთის დამაარსებლის საფლავი ორივე ამ კლუბის ძალებით წესრიგში მოიყვანეს. ახალ საფლავის ქვაზე კი ასეთი წარწერაა: "ბენ სვიფტ ჩემბერსი. ადამიანი, რომლის წყალობითაც "ევერტონი" და "ლივერპული" გაჩდნენ".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com