|
|
"სარბიელი"
გრანტის სიტყვა დღეს იქნება: ფინკე უკვე გზაშია
კობა ინასარიძე
საქართველოს ნაკრები ისევ უმწვრთნელოდაა და, როგორც ჩანს, ეს კვირაც ისე ჩამთავრდება, ეროვნული გუნდის ახალი თავკაცის ვინაობა არ გამოცხადდება. მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, აი, რა არის სიახლე: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა დღეს ებრაელ ავრაამ გრანტს ერთხელაც დაუკავშირდება და მისგან უკვე საბოლოო პასუხს გაიგებს, თანახმაა თუ არა, საქართველოს ნაკრები ჩაიბაროს. ასევე დღეს, ფედერაციიდან ბრაზილიელი ზიკოს მისამართით უნდა გაიგზავნოს ოფიციალური წერილი, სადაც დადასტურებულ იქნება მასთან საბოლოო მოლაპარაკებების დაწყების სურვილი. სადღეისო ინფორმაციით კი, ზიკოს იმდენი ფული მოუთხოვია, რამდენის გადახდაც ფეხბურთის ფედერაციას ამ ეტაპზე არ შეუძლია. საქართველოს ნაკრების მწვრთნელის პოსტზე ძველებურად აქტუალურია არგენტინელი ექტორ რაულ კუპერისა და იტალიელი რობერტო დონადონის კანდიდატურები. მათთან მოლაპარაკებები გრძელდება, თუმცა არა ისეთი ინტენსივობით, როგორც, მაგალითად, გერმანელ ფოლკერ ფინკესთან. სხვათა შორის, ჯერჯერობით სწორედ ფინკე კანდიდატთა შორის ის ერთადერთი მწვრთნელია, ვინც ფეხბურთის ფედერაციის წინადადებას უკვე თანხმობით უპასუხა და საქართველოს ნაკრებში მუშაობის მზადყოფნა დაადასტურა. მოკლედ, დღეს ავრაამ გრატის საბოლოო სიტყვაც გვეცოდინება და მერე უკვე საქმეც სხვა მიმართულებით გაგრძელდება - ფედერაცია ჩვენი ნაკრების გაწვრთნის მსურველებს თბილისში დაპატიჟებს, აქაურობას გააცნობს და... ერთხელაც გავიმეოროთ, ამ კვირაში ალბათ არა, მაგრამ, სავარაუდოდ, ერთ კვირაში მწვრთნელის ვინაობა ცნობილი იქნება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |