"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ჯოვანი ჰალში

პრემიერლიგის დებიუტანტმა "ჰალიმ" "მანჩესტერ სიტის" ბრაზილიელი ნახევარმცველი ჯოვანი იყიდა და ორწლიანი კონრტაქტი გაუფორმა.

ჯოვანი შარშან სვენ გორან ერიკსონის მწვრთნელობისას შეიძინეს სიტელებმა, მაგრამ ისევე არ გაამართლა, როგორც შვიდი წლის წინ "ბარსელონაში". მაშინ "ბარსამ" ფეხბურთელში 11 მილიონი დოლარი გადაიხადა.

"ჰალიში" ვარჯიშობს ფრანგი მცველი, პსჟ-დან წასული თავისუფალი აგენტი ბერნარ მენდი, რომელიც შეიძლება ჯოვანის თანაგუნდელი გახდეს. გარდა ამისა, კლუბს ჯორჯ ბოატენგის ("მიდლსბრო") და ემილ მპენზას ("სიტი") გადაბირებაც სურს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com