|
|
"სარბიელი"
სულეიმან პირველი აიაქსში
კლუბისთვის სარეკორდო ფასად "აიაქსმა" "ჰერენვენიდან" 19 წლის სერბი ფორვარდი მირალემ სულეიმანი დაისაკუთრა. ფეხბურთელს პირადი კონტრაქტი ამსტერდამელებთან უკვე შეთანხმებული ჰქონდა და გუნდები ფასზე ვაჭრობდნენ. საბოლოოდ 16 მილონ 250 ათას ევროზე მორიგდნენ, ამდენი კი "აიაქსს" აქამდე არავისში გადაუხდია. პირიქით, თვითონ ყიდდა ხოლმე სარფიანად ნიჭიერ მოთამაშეებს. მირალემ სულეიმანი აიაქსელთა ახალი მწვრთნელის მარკო ვან ბასტენის ახირება იყო და კიდეც გაჩარხეს ტრანსფერი. სერბმა წინა სეზონში 34 მატჩში 15 გოლი გაიტანა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |