|
|
"სარბიელი"
დანით მოკლული ჭორი
"მანჩესტერ სიტის" კაპიტანმა რიჩარდ დანმა გუნდთან ახლი კონტრაქტის გაფორმებით წასვლის თაობაზე ჭორებს ბოლო მოუღო. 28 წლის ფეხბურთელზე, რომელსაც ხელშეკრულება მომავალ ზაფხულს ეწურებოდა, ამბობდნენ, რომ სხვა კლუბში გადასვლა უნდაო, მაგრამ იგი "სიტის" ერთგული აღმოჩნდა. "არაერთხელ მითქვამს, რომ ამ გუნდში თავს საუცხოოდ ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. მით უმეტეს, მწვრთნელად მარკ ჰიუზის მოსვლამ ყველა გაგვახარა და უმალ გადავწყვიტე კონტრაქტის გახანგრძლივება" - განაცხადა ნახევარმცველმა, ვინაც "სიტიში" 2010 წლამდე დარჩება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |