"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ყოჩაღი დიგარი დაიჭერს

პსჟ-ს და საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი დიდიე დიგარი "მიდლსბროში" ითამაშებს. გარეთ საუთგეიტის გუნდს ტრანსფერი 4 მილიონი გირვანქა დაუჯდა.

ფრანგმა კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და "ბოროსთვის" მეორე შენაძენი გახდა ჰოლანდიელი მარვინ ემნესის შემდეგ.

"დიგარს საფრანგეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია - თქვა გარეთ საუთგეიტმა - იგი ცენტრალური ნახევარმცველია, რომელსაც ბურთის დაჭერა შეუძლია, ფიზიკურად ძლიერია და ორთაბრძოლებში ყოჩაღი. ემნესი და დიგარი ამბიციური, ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და "მიდლსბროს" ძალიან წაადგებიან".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com