|
|
"სარბიელი"
კუპე მილიონნახევრად
საფრანგეთის ნაკრების მეკარის გრეგორი კუპეს გაჭიანურებული ტრანსფერი მოგვარდა. 35 წლის ფრანგი "ლიონიდან" მადრიდის "ატლეტიკოში" გადაბარგდა. კუპე ივნისის ბოლოს ჩავიდა მადრიდში და ესპანურ გუნდს პირად კონტრაქტზე მოურიგდა, მაგრამ მაშინ კლუბები ფასზე ვერ შეთანხმდნენ. "ლიონს" შეთავაზებული თანხა ეცოტავა. ვაჭრობის შედეგად გრეგორი კუპეში ფრანგებმა მილიონ 500 ათასი ევრო მიიღეს. თუ "ატლეტიკო" მომავალ ორ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გააღწევს, "ლიონი" მადრიდელებისგან კიდევ ნახევარ მილიონს მიითვლის.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |