"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ჰაბიბის თავი

"აინტრახტმა" "სტრასბურისგან" საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრების მცველი ჰაბიბ ბელედი გადაიბირა.

ფეხბურთელმა ბუნდესლიგის კლუბთან ოთხწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

"აინტრახტის" შეფმა ჰერიბერტ ბრუჰაგენმა განაცხადა: "ჰაბიბ ბელედი ახალგაზრდა, ტექნიკური, ნიჭიერი მცველია, თავით კარგად თამაშობს და დიდი პოტენციალი გააჩნია".

გერმანული მედიის ცნობით, ფრანკფურტელებმა "სტრასბურს" 2 მილიონ 500 ათასი ევრო გადაუხადეს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com