"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

პრეზიდენტის გული გაჩერდა

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ჰასან დოღანი შაბათს გულის შეტევით გარდაიცვალა.

52 წლის დოღანი, ნაკრების მწვრთნელი ფათიჰ თერიმი და ფედერაციის ჩინოვნიკი ლევენტ ქაზილი ქალაქ მუღლაში იმყოფებოდნენ და სადილისას პრეზიდენტი ცუდად გახდა.

იგი უმალ წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვეღარ გადაარჩინეს.

შეგახსენებთ, რომ სწორედ ჰასან დოღანმა დაიყაბულა ნაკრებში დარჩენაზე ფათიჰ თერიმი, რომელიც ევროჩემპიონატის შემდეგ წასვლას აპირებდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com