|
|
"სარბიელი"
ჰოლანდიელი, უნგრელი და სამი ბრაზილიელი: ოლიმპში სტურუაც მივიდა
ნუკრი ლოლაძე
გუშინ რუსთავის "ოლიმპთან" ერთად ივარჯიშა 24 წლის ჰოლანდიელმა იოჰან ველსიუსმა, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია. საფეხბურთო აგენტ კობა ახალკაცის თქმით, ამ ფეხბურთელს ჰოლანდიურ "დორტრეხტთან" 2010 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი, თუმც დიდი შანსია, მან რუსთავულ გუნდში ითამაშოს. ველსიუსმა 3 წელი გაატარა "დორდრეხტში" და 50 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. ახალკაცის დახმარებით გუშინ უნგრელი ფეხბურთელიც ჩამოვიდა საქართველოში და ისიც ეცდება "ოლიმპში" დარჩენას. იგი მარჯვენა მცველია, თუმც სახელი და გვარი რატომღაც ვერ გვითხრეს. წუხელ რუსთაველები სამ ბრაზილიელსაც ელოდნენ - მცველს, ნახევარმცველსა და თავდამსხმელს. დღეს "ოლიმპი" რუსთავში ტესტ-მატჩს გამართავს აზერბაიჯანულ "სიმურგთან" და ალბათ ყველა ამ ფეხბურთელს მიეცემა თამაშის საშუალება. ერთიც: გუშინ რუსთაველებთან ერთად ივარჯიშა მეკარე ზვიად სტურუამ. მისივე თქმით, მომავალ სეზონს, სავარაუდოდ, სწორედ "ოლიმპში" გაატარებს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |