"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

პორტუგალიის თავს იტყვიან

პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობას ამ კვირაში დაასახელებენ. ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჟილბერტუ მადაილმა განაცხდა.

"ამ საკითხზე დიდი ხანია ვმუშაობთ. პრაქტიკულად უკვე ყველაფერი მოვაგვარეთ და დეტალებიღა დარჩა დასაზუსტებელი. ბევრი ვიშრომეთ და ვიმედოვნებ, რომ ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ" - თქვა მადაილმა.

ლუიშ ფელიპე სკოლარის წასვლის შემდეგ კარლუშ კეირუშის ვარიანტს განიხილავდნენ, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com