|
|
"სარბიელი"
მალიორკა მარცხნიდან მარჯვნივ
"მალიორკამ" ორი მცველი დაიმატა - ხოსემი "ვილიარეალიდან" და აიოზე დიასი სანტანდერის "რასინგიდან". პირველი მარცხენა, მეორე კი მარჯვენა მცველია. ორივემ სამ-სამ წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. აიოზე დიასი ფერნანდო ნავაროს ადგილს დაიკავებს, რომელიც ივნისში "სევილიაში" გადავიდა. "შევეცდები, რომ ნავარო ღირსეულად შევცვალო გუნდში, სადაც ბევრი კარგი ფეხბურთელია" - თქვა დიასმა. შეგახსენებთ, რომ "მალიორკას" ხონას გუტიერესი ("ნიუკასლი") და არიელ იბაგასა ("ვილიარეალი") გაეყარნენ. იბაგასა ფანთა ჯილა იყო და მრავალგზის მობოდიშება მოუწია მათ წინაშე, "ვილიარეალში" გადასვლის გამო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |