"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

ორბელაძე და დვალი: დაჩიას ქართული დუბლი

კახა შალამბერიძე

რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი ფეხბურთელების, მცველ სერგი ორბელაძის (47-ე წუთზე) და თავდამსხმელ ჯაბა დვალის (75) გოლებით 2:0 მოუგო კიშინიოვის "დაჩიამ" მოლდოვის ჩემპიონატის მეორე ტურში "ოლიმპიას".

ასევე 2:0 იმარჯვა ტირასპოლის "შერიფმაც". ვაჟა თარხნიშვილის გუნდმა სტუმრად ცსკა დაჯაბნა.

აი, მამუკა ლომიძის "ზიმბრუ" კი უგოლოდ დაშორდა "ისკრა-სტალს".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com