"სარბიელი"
# 153
ორშაბათი, 7 ივლისი, 2008 წელი

დინამოს უჰრინმა ჩააკითხა: გაბონელებს თბილისი უთხრეს

კახა შალამბერიძე

გერმანულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მესამე ამხანაგური მატჩი გამართა და რეგიონალლიგელ "ერფურტს" უგოლოდ დაშორდა.

რაინერ ცობელმა გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა: ლორია, გ. კაშია, შ. კაშია, კრშკო, ჟირანეცი (თომაშვილი 77), ოდიკაძე, ნერგაძე, დიღმელაშვილი, ხმალაძე, გველესიანი (ჯიშკარიანი 83), ქანთარია.

მომდევნო მატჩს "დინამო" 8 ივლისს გამართავს მეორებუნდესლიგელ ერცგებირგეს აუე-სთან, ხოლო 9 ივლისს ქვედალიგელ "ბაიერსჰოფს" გაეჯიბრება.

გაირკვა ისიც, რომ ხვალ თბილისში ჩამოვლენ გაბონის ნაკრების ფეხბურთელები - მეკარე დიდიე ოვონო და თავდამსხმელი ჟორჟ აკირემი. ისინი 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სათამაშოდ ნაკრებში იყვნენ მიწვეულნი და "დინამოს" ხელმძღვანელობამაც ახლა დასვენების საშუალება მისცა და შეკრებაზე აღარ წაიყვანა.

და ერთიც: "დინამო" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა მოინახულა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა უკვე დაასრულა და გუნდი მე-19 ეროვნული ჩემპიონატის დასრულებისთანავე დატოვა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com