|
|
"სარბიელი"
რუსთაველებს აკუასაგამ
ნუკრი ლოლაძე
გაბონელი გამოუგზავნაგუშინ რუსთავის "ოლიმპმა" "ნორჩ დინამოელზე" ივარჯიშა. ხვიჩა ქასრაშვილის განკარგულებაში ყველა ლეგიონერი იყო. ჰოლანდიელი იოჰან ვერსლუისი, უნგრელი ჟოლტ სალკაი და ბრაზილიელი მენდეში ქასრაშვილმა საქმეში უკვე ნახა "სიმურგთან" 2:1 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაში. კიდევ ორმა ბრაზილიელმა, მორაიშმა და რიჩარდ იზბერნერმა კი რუსთავულ გუნდში პირველად ივარჯიშეს. გუშინ საქართველოში ჩამოვიდა კიდევ ერთი ლეგიონერი - 26 წლის გაბონელი მცველი, ვინც რუსთაველთა ასევე გაბონელმა ფეხბურთელმა, ერნესტ აკუასაგამ გამოაგზავნა თავისი სამშობლოდან. თავად აკუასაგა კი 15-16 ივლისს შეუერთდება გუნდს. მოგეხსენებათ, ტრავმის გამო "სიმურგთან" არ იყო თავდამსხმელი კოკა მიკუჩაძე, თუმც გუშინ თანაგუნდელებთან ერთად დაიტვირთა. "ოლიმპი" დღეს ორ ტესტ-მატჩს გამართავს: დილის 11 საათზე პირველლიგელ "ოლიმპიკს" გაეჯიბრება დიღომში, კარლო მჭედლიძის აკადემიის მოედანზე. 18 საათზე კი რუსთავში აზერბაიჯანულ "სიმურგთან" კიდევ ერთხელ მოსინჯავს ძალას.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |