|
|
"სარბიელი"
ამისულაშვილის ავტოგოლი და გოლი
ილია ნანობაშვილი
ნალჩიკის "სპარტაკმა" რუსეთის ჩემპიონ "ზენიტს" სტუმრად 4:3 სძლია და ალეკო ამისულაშვილმა ორი გოლი გაიტანა, თუმცა ერთი ავტოგოლი... სწორედ ალეკოს საკუთარ კარში ჩაჭრილით გაიხსნა ანგარიში პრემიერლიგის გადადებულ მატჩში, მერე კი თამაში შეიცვალა, ყაბარდოელებმა შეუტიეს ჩემპიონს და როცა ანგარიში 3:3 იყო, ამისულაშვილმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო - ჯარიმიდან ჩაწოდებულს თავი ურქინა და თავის გუნდს მიჯრით მესამე მატჩი მოაგებინა. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდების შარშანდელი შეხვედრაც 4:3 დასრულდა, ოღონდ მაშინ "სპარტაკმა" წააგო. რაც შეეხება ნალჩიკელთა სხვა ქართველებს, გოგიტა გოგუამ და დავით სირაძემ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლეს მინდორზე გასვლა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |