"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

შტურმმა ორი ქართველით და სამი ქულით დაიწყო

კახა შალამბერიძე

ავსტრიის ტიპ-ბუნდესლიგა ქართველთა "შტურმისა" და ვენის "რაპიდის" მატჩით გაიხსნა.

გრაცელებმა 3:1 იმარჯვეს.

გიორგი შაშიაშვილმა და გრაცელთა ახალწვეულმა ილია კანდელაკმა სრულად ითამაშეს. შაშიაშვილმა 63-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო.

გრაცელთაგან გოლები სონლეიტნერმა, ჰაასმა და სტანკოვიჩმა გაიტანეს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com