|
|
"სარბიელი"
დავით დევდარიანი: ორჰუსს მოვეწონე და ჯერი მოლაპარაკებაზეა
ილია ნანობაშვილი
20 წლის დავით დევდარიანის დანიურ "ორჰუსში" ჩარიცხვა გადაწყვეტილი ამბავია. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ერთი კვირა იყო დანიურ კლუბში და მწვრთნელ ოვე პედერსენისა და მენეჯერ ბრაიან სტენ-ნილსენის მოწონება დაიმსახურა. თუმცა კონტრაქტი ჯერ არ გაფორმებულა. დევდარიანი თბილისში ჩამოვიდა და სიტუაციაში გაგვარკვია... - ის ტესტ-მატჩი, რომელიც დანიის ჩემპიონ "ოლბორგთან" გვქონდა, კარგად ვითამაშე. პირველი ტაიმი 0:0 დამთავრდა, შეცვლაზე შევედი და 2:0 მოვიგეთ. ორივე გოლში მივიღე მონაწილეობა. ყველა კმაყოფილი დარჩა ჩემი თამაშით. - და რატომ ჩამოხვედი თბილისში. - ვიზა დამიმთავრდა და მაქსიმუმ სამ კვირაში ისევ ჩავალ. ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს ჩემს კონტრაქტზე და ალბათ შეთანხმებაც მოხდება. - ფიზიკურად ხომ არ გაგიჭირდა. დანიაში ხომ სისწრაფესა და ფიზიკურ გამძლეობას უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ... - არა, ყველაფერი ნორმალურად იყო. თბილად მიმიღეს, ბაზა, სტადიონი დამათვალიერებინეს, მესაუბრნენ. იქ ყველანაირი პირობაა საიმისოდ, რათა კარგი ფეხბურთი ითამაშო. - "ორჰუსში" შენს პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ანუ, ძირითადში მოხვედრის შანსი როგორია. - კონკურენცია არის. მთლიანობაში კარგი გუნდია, მაგრამ იქ იმისთვის მივდივარ, რომ ვითამაშო. ისეთი სიძნელე ვერაფერი დავინახე, გადაჭრა რომ გამიჭირდეს. ვითამაშებ!
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |