|
|
"სარბიელი"
არზიანის გოლი ჯიქიას გოლია
მიხეილ ჟორჟოლიანი
გუშინდელ "სარბიელში" ვწერდით, რომ ბრიანსკის "დინამოსა" და მახაჩყალის "ანჟის" (1:5) მატჩში გოლები ზურაბ არზიანმა და მიხეილ აშვეთიამ გაიტანეს - ასეთი იყო თავდაპირველი ინფორმაცია, თუმცა შემდეგ გაასწორეს. არზიანის გამთანაბრებელი ჟოსანს გაუტანია, ჟოსანის მეხუთე კი - რევაზ ჯიქიას, რომელმაც გოჩა ხოჯავას პასით იხეირა. ხოჯავამ ყვითელი ბარათიც მიიღო. ვალერი აბრამიძემ და გიორგი ნავალოვსკიმ სრულად ითამაშეს, არზიანი 61-ე წუთზე შეცვალეს, აშვეთიას 75-ე წუთზე ჯიქია ჩაენაცვლა, ხოჯავა კი მხოლოდ მეორე ტაიმში გამოჩნდა. 89 წუთი დაჰყო მოედანზე ბრიანსკელმა პაატა ჯინჭარაძემ, რომელმაც რუსული პრესის ცნობით, მხრის ტრავმით ითამაშა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |