|
|
"სარბიელი"
მოდებაძის ორი თვე
ილია ნანობაშვილი
უგუნდო ირაკლი მოდებაძემ ხრტილის ოპერაცია გაიკეთა და მინიმუმ ორი თვე დაისვენებს. შარშან ნოემბრიდან მოყოლებული, მოდებაძე არც ერთ კლუბში აღარ ყოფილა და ისევ მოცდა მოუწევს. "ოპერაცია გერმანიაში უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ვიზის აღება გაჭიანურდა და კიევში გავფრინდი. იქ გავიკეთე ოპერაცია, ახლა კი საქართველოში ვარ. ძალიან გამაწამა ამდენმა მკურნალობამ და ალბათ ზამთრისკენ გამოვნახავ ახალ კლუბს" - გვითხრა ირაკლიმ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |