"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

კვიპროსის ნაკრებელი დოპინგზე ჩავარდა

ილია ნანობაშვილი

"აპოლონისა" და კვიპროსის ნაკრების 28 წლის მცველი ხრისტოს თეოფილუ დოპინგ-ტესტზე ჩავარდა და ხუთთვიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქტომბერში საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ვერ ითამაშებს.

თეოფილუმ თავი გაიმართლა, დოპინგ-ტესტმა დადებითი შედეგი იმიტომ აჩვენა, რომ ტრავმისგან განსაკურნად ვიღებდი პრეპარატებსო, თუმცა კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ ეს არ შეისმინა - ფეხბურთელს ექიმებისთვის უნდა ეცნობებინაო.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com