|
|
"სარბიელი"
თარგამაძეს გლადბახიც გამოუჩნდა
კახა შალამბერიძე
"ფრაიბურგი" თუ "კარლსრუე". - ასეთი არჩევანის წინაშე იდგა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი დავით თარგამაძე, მაგრამ... როგორც შევიტყვეთ, ბუნდესლიგური "კარლსრუე" უფრო კარგ პირობებს სთავაზობს ჩვენებურს, თუმცა ამ ეტაპზე მას მაინც "ფრაი" ურჩევნია. რატომ. მიზეზი მარტივია: იქ უფრო ექნება თამაშის შანსი. თარგამაძემ "ფრაიბურგის" 19-წლამდელთა გუნდში მძლავრი სეზონი ჩაატარა, ბუნდესლიგაც მოიგო და სხვა კლუბებსაც მოაწონა თავი. "კარლსრუეში" მას ალექსანდრე იაშვილმაც გაუწია რეკომენდაცია და კლუბიც მზად იყო, პროფესიონალური კონტრაქტი გაეფორმებინა ახალგაზრდა ქართველთან, თუმცა... "ალექსანდრე იაშვილმაც და არჩილ არველაძემაც დალოდება მირჩიეს. ჯერ კიდევ არის რაღაც ვარიანტები" - გვითხრა გუშინ დავით თარგამაძემ. და აი, ახალი ამბავიც: როგორც შევიტყვეთ, ახალი ვარიანტი ბუნდესლიგური "მიონხენგლადბახია". მოლაპარაკებები უკვე მიდის და ვნახოთ, როგორ დასრულდება ეს საქმე...
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |