|
|
"სარბიელი"
კრაუჩი და პომპეი
არჩილ კობახიძე
გდაწყდაროგორც ჩანს, პიტერ კრაუჩი პრემიერლიგის ახალ სეზონს "პორტსმუთში" დაიწყებს. ხანგრძლივი მოლაპარაკება ფეხბურთელსა და კლუბს შორის წარმატებით დამთავრდა და "პომპეის" მწვრთნელი ჰარი რედნაპი იმედოვნებს, რომ ტრანსფერი ამ კვირის ბოლოს ოფიციალურად გაფორმდება. იმ დროისთვის უკვე ცნობილი იქნება კრაუჩის სამედიცინო შემოწმების შედეგები. ცნობილია სატრანსფერო თანხის ოდენობაც, 11 მილიონი გირვანქა. 27 წლის კრაუჩს 2001-2002 წლების სეზონში უკვე ჰქონდა "პორტსმუთში" თამაშის სიამოვნება. რა თქმა უნდა, მერსისაიდელთა თავკაცმა რაფაელ ბენიტესმა თავისი წუხილი გამოთქვა ამ ფაქტთან დაკავშირებით: "პიტერი ნამდვილი პროფესიონალი და, უბარლოდ, კარგი პიროვნებაა და სასიამოვნო იქნებოდა, თუ იგი კიდევ დარჩებოდა "ენფილდზე". მას ახალი კონტრაქტიც კი შევთავაზეთ, მაგრამ ხანდახან უნდა შეხვიდე მოთამაშის მდგომარეობაში. პიტერს უფრო მეტხანს სურდა მოედანზე ყოფნა, რაც ფერნანდო ტორესის ყოფნისას, რომელიც ახლა ნომერ პირველია, განსაკუთრებით რთული იქნებოდა". რაფას გულწრფელობაში ეჭვის შეტანაც შეიძლება, რადგან ამბობენ, კრაუჩის ტრანსფერი მას ხელ-ფეხს გაუხსნის, რომ "ვალენსიადან" დავიდ ვილია გადმოიბიროს, ხოლო "ასტონ ვილადან" - გარეთ ბერიო.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |