"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

რომარიოს და შუმახერს

ვაჟა ხუციშვილი

არ ემურატებათრომარიომ და მიხაელ შუმახერმა "მურატა" უარით გაისტუმრეს.

შეგახსენებთ, რომ სან მარინოს ჩემპიონი ბრაზილიელს და გერმანელს "გეტებორთან" სათამაშოდ ეპატიჟებოდა. "მურატა" შვედურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ხვდება მომავალ სამშაბათს.

სამაგიეროდ, "მურატას" შემადგენლობაში პირველ მატჩში ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონი ბრაზილიელი, 42 წლის ალდაირი. იგი გუნდს შარშანაც დაეხმარა საკვალიფიკაციო შეხვედრაში.

"23 მაისს რომარიოს მამა გარდაეცვალა და ალდაირს უთხრა, რომ ახლა არასწორი იქნება ოჯახის მიტოვება და სან მარინოში ფეხბურთის სათამაშოდ წასვლა. ჩვენს ოცნებასთან, რომარიოს ჩამოყვანასთან ახლოს ვიყავით, მაგრამ სამწუხაროდ, არ გამოვიდა" - განაცხადა "მურატას" სპორტულმა დირექტორმა დენის კასადეიმ.

დირექტორმა ისიც გაამხილა, რომ მიხაელ შუმახერიც დაპატიჟა, რომელიც ფეხურთის დიდი მოყვარულია და შვეიცარიის პატარა კლუბ "ეშიშანში" ბურთს აგორებს. ლეგენდარულმა მეფორმულემ "გეტებორგთან" შეჯიბრი არ ისურვა.

სან მარინოს ზედიზედ ორგზის ჩემპიონი "მურატა" შარშან პირველ საკვალიფიკაციოში ფინურ "ტამპერესთან" დამარცხდა.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com