|
|
"სარბიელი"
პანამა შარდში აბანავეს არჩილ კობახიძე
პანამის ფეხბურთის ფედერაციამ სარჩელი შეიტანა ფიფაში. საქმე გასულ თვეში სალვადორთან თამაშისას მომხდარ ინციდენტს ეხება. როგორც პანამური მხარე ამტკიცებს, მაყურებლების მხრიდან რასისტულ შეძახილებს ჰქონდა ადგილი, ხოლო ტრიბუნებიდან ბოთლები და შარდით სავსე პაკეტები ცვიოდა. ერთ-ერთი ბოთლი პანამელთა მეკარეს ხაიმე პენედოსაც კი მოხვდა, როცა იგი ბურთის თამაშში შეყვანას აპირებდა. თუმც მსაჯმა თამაშის შეჩერება საჭიროდ არ ჩათვალა. სალვადორელმა ფეხბურთელებმაც უპატივცემულობა გამოიჩინეს. პანამელთა თქმით, მათ კაპიტანს მატჩის წინ პანამის ემბლემა მიწაზე დაუგდია. მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის სწორედ ეს მატჩი იყო პანამის ნაკრებიდან მწვრთნელი ალეშანდრე გიმარეში რომ გაუშვეს, რაკი ამ თამაგშის წაგებით ნაკრები ბრძოლასაც გამოეთიშა. მის ნაცვლად კი პანამას გარი სტემპელი გაუძღვება, რომელიც ამ ბოლო დრომდე ადგილობრივი "სან ფრანსისკოს" და პანამის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი იყო. აღსანიშნავია, რომ ფეხბურთი პანამაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება და ნელ-ნელა უტოლდება ამ ქვეყანაში სპორტის ნომერ პირველ სახეობას - ბეისბოლს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |