"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

გელა შეყილაძის 23-დან 18

კახა შალამბერიძე

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები რომ ივლისის ბოლოს აზერბაიჯანში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს, ადრეც გაუწყეთ.

გელა შეყილაძემ უკვე დაასახელა იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომელთაც ბაქოში წაიყვანს.

მეკარეები: გიორგი ნადირაძე, კახა მეშველიანი, გიორგი აზნიაშვილი;

მცველები: მინდია ფუტკარაძე, ნიკა აფაქიძე, ნიკა კვეკვესკირი, თორნიკე ჯიმშელეიშვილი, ბესო ამაშუკელი, ავთანდილ ბრაჭული, თემურ სანიკიძე, მამუკა კობახიძე;

ნახევარმცველები: ნიკა ძალამიძე, ლევან ელიზბარაშვილი, ნოშრევან ჯიშკარიანი, გიორგი ხარლამოვი, ზვიად ჭედია, გიორგი კუხიანიძე, ჯანო ანანიძე;

თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე, ლაშა ჩაფიძე, ილია ბუზალაძე, კოტე გაბაშვილი, გიორგი ილურიძე.

შეყილაძე გუნდს 10 ივლისიდან 26 ივლისამდე ლაგოდეხში მოამზადებს. იქიდან გაემგზავრება ნაკრები ბაქოში, სადაც 28 და 30 ივლისს აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე ნაკრებს მოგვიანებით შეუერთდება. ამ 23 ფეხბურთელიდან კი მწვრთნელი იმ 18-ეულს შეარჩევს, რომელთაც აგვისტოში პალანგის საერთაშორისო ტურნირზე წაიყვანს.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com