"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ვინ უთვალთვალებს აბანოს?

ვაჟა ხუციშვილი

ბუნდესლიგაში დაბრუნებული მიონხენგლადბახის "ბორუსია" ზღაპრულ სავარჯიშო პირობებშია - გუნდი შიშველ ქალებს დაუმეზობლდა.

სპორტული კომპლექსი, სადაც გლადბახელები დღეში სამჯერ მეცადინეობენ, აბანოს ესაზღვრება - წერს "ბილდი".

ფეხბურთელების თვალწინ ზოგიერთი მობანავე უფასოდ სტრიპტიზიორობს.

"ბორუსიას" მწვრთნელი იოს ლუჰუკაი ამტკიცებს: "ბიჭები ისე არიან დატვირთულნი, ქალების სხეულების საჭვრეტად არ სცალიათ. აბანო ვარჯიშში ხელს არ გვიშლის".

გლადბახელ რობ ფრინდს მრგვალ ბურთზე მეტად სხვა სიმრგვალეები აინტერესებს და "ბილდს" უთხრა, რომ საბანაოდ ასაკოვანი ქალები დაიარებიან, გრძელფეხა მოდელები კი არ დაულანდავს.

მიუხედავად ამისა, ფრინდი დაკვირვებას განაგრძობს.

"გლადბახზე" შორს წავიდა "ვოლფსბურგი", რადგან "მგლების" თავკაცმა ფელიქს მაგათმა ამას წინათ, გუნდი სავარჯიშოდ ნუდისტურ პლაჟთან წაიყვანა.

"ვარჯიშის სურვილის გასაორმაგებლად" - ასე ახსნა მწვრთნლმა ექსკურსიის მიზეზი.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com