|
|
"სარბიელი"
გაზპრომს რა ენაღვლება, არშავინზეც ფულს აკეთებს
ვაჟა ხუციშვილი
"ზენიტმა" ანდრეი არშავინი 15 მილიონ ევროდ "ბარსელონას" არ დაუთმო და ფეხბურთელი შესაძლოა, "ჩელსიში" ან "არსენალში" გადავიდეს. რუსულმა კლუბმა განაცხადა, რომ "ბარსა"ერთადერთი გუნდია, რომელმაც ოფიციალურად მიმართა და მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა. თვად არშავინსაც კატალონიურ გუნდში გადასვლა სურდა, მაგრამ გარიგება არ შედგა. "ჩელსის" და "არსენალს" ოფიციალურად არაფერი გაუმხელიათ, მაგრამ ფეხბურთელის აგენტმა დენის ლახტერმა თქვა, ჩემი კლიენტი კარიერას, ალბათ, ინგლისში გააგრძელებსო. "ანდრეის პრემიერლიგა მოსწონს და იქ დიდი სიამოვნებით ითამაშებს, მაგრამ არა "ნიუკასლის", "ასტონ ვილას" ან "მიდლსბროს" დონის კლუბებში. ზედა ოთხეულის ერთ-ერთ გუნდში, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში იქნება. აქ საქმე ფულს კი არა, სპორტულ ამბიციას ეხება. "ზენიტი" რამოდენიმე კლუბთან ვაჭრობას აპირებს არშავინის თაობაზე. ახლა პრეზიდენტის ალექსანდრ დიუკოვის მითითებას ველოდებით, რომ ნება დაგვრთოს მოლაპარაკების დასაწყებად. სავარაუდოდ, არშავინი პრემიერლიგაში აღმოჩნდება. "ბარსამ" 15 მილიონი ევრო შემოგვთავაზა, მაგრამ "ზენიტი" ორჯერ მეტს ითხოვს და 30 მილიონს ერთი ცენტიც არ დააკლდება. ეს "გაზპრომის" კლუბია და იაფად ფეხბურთელს არ გაყიდის" - განაცხადა ლახტერმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |