"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

კასანოს სიმშვიდის

კოკი კანდელაკი

საიდუმლო ქალიაიტალიის ნაკრებისა და "სამპდორიას" თავდამსხმელმა ანტონიო კასანომ გასული სეზონი ჩინებულად ჩაატარა. წინა ზაფხულს მადრიდის "რეალიდან" გენუელთა რიგებში იჯარით გადასულმა "ხულიგანმა" ნელ-ნელა ფორმა აღიდგინა და ძველებურად ათამაშდა.

კასანოს გამოხტომებს იტალიაში "კასანატე" შეარქვეს, თუმცა წინა სეზონში ექსრომაელი ოდენ ერთხელ გამოვიდა წყობიდან, როცა მსაჯს შეურაცხყოფა მიაყენა და ხუთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. ამის მერე კი კასანო საოცრად მშვიდად გამოიყურებოდა, რითაც ბევრი გააკვირვა.

"ხულიგანის" სიმშვიდისა და კარგი ქცევის საიდუმლო კი ერთი პატარა გოგონა, კასანოს ახალი გელფრენდი, კაროლინა მარჩიალისი ყოფილა. სხვათა შორის, 17 წლის კაროლინაც სპორტსმენია, კერძოდ კი, წყალბურთელი, იგი "დავოლინა ნერვიში" თამაშობს.

"კაროლინამ ჩემი ცხოვრება შეცვალა. ეს ანგელოზი ძალიან მიყვარს. სწორედ მისი დამსახურებაა, "კასანატე" რომ დავივიწყე, რადგან არ მინდა გული გავუტეხო და ჩემი ცუდი ქცევით დავამწუხრო. თავი მაქსიმალურად მოვთოკე და ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. თუმცა არ მგონია, ყველაფერი ასე კარგად ყოფილიყო, "რეალში" დაბრუნება რომ დამჭირვებოდა. მეშინოდა, რომ მადრიდში წასვლა მომიწევდა, მაგრამ იმედია, ეს აღარ მოხდება. გენუაში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და კარიერის აქ გაგრძელება მინდა. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ასეც იქნება და ახლა წყნარად შემიძლია კაროლინაზე, ჩემი ცხოვრების სიყვარულზე ლაპარაკი" - თქვა კასანომ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com