|
|
"სარბიელი"
გიორგი კაკაბაძეამოროუზო: ჩაო რეჯინა
იტალიური "რეჯინა" "ტორინოს" ნიკოლა ამორუზოს მიჰყიდის. რეჯოკალბრიელები მოლაპარაკებას "ლაციოსთან" აწარმოებდნენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და საბოლოოდ, ტურინელებთან გამონახეს საერთო ენა. "რეჯინას" თავის წამყვან ფორვარდთან განშორება სულაც არ უნდოდა, მაგრამ წასვლა თავად 33 წლის ამორუზომ ისურვა და კლუბმაც უარი არ უთხრა. "აქ სამი ბრწყინვალე წელი გავატარე. პრეზიდენტ ლილო ფოტისთან და სხვა ხელმძღვანელებთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს. დიდი მადლობა ფანებს, რომელთა მხრიდან მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი. ჩემს კარიერაში ახლა მნიშვნელოვანი მომენტია და წასვლა გადავწყვიტე, მაგრამ "რეჯინა" ყოველთვის დარჩება ჩემ გულში" - თქვა ამორუზომ.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |