"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ტრნავას აკლდებიან, მაგრამ ემატებიან

ილია ნანობაშვილი

თბილისის "ვიტ ჯორჯიას" საუეფასთასო მეტოქემ, ტრნავას "სპარტაკმა" სლოვაკეთის მეორელიგელ "სლოვაცკოსთან" ამხანაგურ მატჩში 0:0 ითამაშა.

ამ ტესტ-მატჩში "თეთრი ანგელოზების" მწვრთნელმა ვლადიმირ ვერმეზოვიჩმა ტომაშ ჰანცელი, ბაბაქარ ნიანგი და მარტინ ჰრუშკა ვერ გამოიყენა, რადგან მათ მცირე ტრავმები ჰქონიათ. სამაგიეროდ, ლაზარეთიდან მობრუნდნენ კაპიტანი დოლეჟაი, ფილიპოვიჩი და გულდანი.

ერთი ცნობილია, რომ ჰანცელი ვიტელებთან ორივე მატჩს გამოტოვებს.

ტრნაველებს ორი ახალი ფეხბურთელიც ჰყავთ მეორე გუნდიდან: მარცხენა მცველი მიხალ ვანიაკი და ცენტრალური მცველი პეტერ მიჩიჩი, რომლებიც 22 წლისანი არიან.

რაც შეეხება შემადგენლობას: რუბანსკი (ბრანსი 77) - პონჩაკი, ჩიფერსკი (დოლეჟაი 60), იაკუბიჩკა (მიჩიჩი 46), ჰლავატოვიჩი (ვანიაკი 46) - დიურიში (პროჰაზკა 20), კოპუნეკი (ჟედუნოვი 60), იელენკოვიჩი (კოპაჩკა 60), პერესი (ტომჩაკი 60) - ბერნატი (ფილიპოვიჩი 60), კოჟუხი (გულდანი 60).

"ვიტ ჯორჯიამდე" "სპარტაკი" ერთ ამხანაგურსაც გამართავს - 12 ივლისს ჩეხურ "ჟიჟკოვს" შეხვდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com