"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

დენისის სამგოლიანი დებიუტი

კოკი კანდელაკი

იტალიური "ნაპოლი", რომლისგანაც მომავალ სეზონში სიურპრიზს ელიან, ავსტრიაში გადის შეკრებას. ნეაპოლელებმა ადგილობრივ "იენესდორს" ამხანაგურ მატჩში 10:0 მოუგეს და ყველაზე მეტად იმით გაიხარეს, რომ კლუბის იმედისმომცემმა არგენტინელმა ახალწვეულმა სერმან დენისმა ჰეთ თრიქი გაახერხა. სამი გოლი გაიტანა ინასიო პიამაც, თითოჯერ კი რობერტო დე ძერბი, მიკელე საციენცა, ვალტერ მარგანო და სემ დალა ბანა გამოირჩნენ.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com