"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

იტალიამ ვიოლა დაკარგა

გიორგი კაკაბაძე

7 ივლისს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ყოფილი მეკარე ჯოვანი ვიოლა, რამაც, ცხადია, ტურინი და მთელი იტალია ძალიან დაამწუხრა.

1926 წლის 20 ივნისს ტურინში დაბადებულ გოლკიპერს სერია ფ-ში 246 მატჩი აქვს ჩატარებული. "იუვენტუსის" რიგებში იგი 1945-1958 წლებში თამაშობდა და სამჯერ სკუდეტოც მოიგო. "ბებერი ქალბატონის" გარდა, ის "კარარეზეში", "კომოში", "ლუკეზესა" და "ბრეშაში" ირიცხებოდა.

ეროვნული ნაკრების ღირსება ვიოლამ 1954-1956 წლებში 11-ჯერ დაიცვა. მან ითამაშა შვეიცარიის 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელზეც "სკუადრა აძურა" ჯგუფური ეტაპის დამატებით მატჩში მასპინძლებთან დამარცხდა და მეოთხედფინალში ვერ გააღწია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com