"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

სარეკლამო ევროლიგა

სხვა ევროტურნირებთან ერთად, გუშინწინ ბერლინში ევროლიგის კენჭისყრაც გაიმართა, სადაც დამტკიცდა გათამაშების ახალი სისტემა და რამდენიმე წვრილ-წვრილი ცვლილებებიც.

ევროპის მთავარი სააკლუბო ტურნირი ახალი სეზონიდან განსხვავებული სისტემით ჩატარდება. პირველ ეტაპზე უწინდელი სამის ნაცვლად 4 ჯგუფი იქნება, რომლებშიც 6-6 გუნდი განაწილდა. მეორე ეტაპზე 4-4 საუკეთესო გავა და ეს 16 გუნდი ახალშექმნილ 4 ჯგუფში გადანაწილდება.

შეიცვალა პლეი ოფის სისტემაც. მეორე ჯგუფური ეტაპიდან გასული გუნდების მიმოსვლითი შერკინება აქამდე 2 მოგებამდე გრძელდებოდა, ახლა კი მეოთხედფინალური სერია 3-მატჩიანია და ისინი გუშინდელი კენჭისყრის მასპინძელ ბერლინში გაიმართება.

ევროლიგის მამებმა, რა თქმა უნდა, მარკეტინგული საკითხების სრულყოფაზეც იზრუნეს და მატჩების მსვლელობისას რეკლამის წილი გაზარდეს, რაც დამატებით წუთშესვენებებში გამოიხატა. ანუ ორივე ტაიმში ჩვეულებრივებთან ერთად იქნება თითო აუცილებელი სარეკლამო წუთშესვენება, რომლის მსვლელობისას სატელევიზიო ტრანსლაციების მყიდველი ტელეკომპანიები ეთერში ძვირადღირებულ რეკლამებს გაუშვებენ.

ამასთან, ტაიმებს შორის დაწესებული 15-წუთიანი შესვენება 2 წუთით გაიზარდა, რაც ისევ და ისევ სარეკლამო სარგებლის მიღების მიზნით გაკეთდა.

ირაკლი პერტაია

ფ ჯგუფი

მაკაბი (ისრაელი), ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი), უნიკახა (ესპანეთი), ციბონა (ხორვატია), ლე მანი (საფრანგეთი), ავილენო (იტალია)

ი ჯგუფი

სიენა (იტალია), ბარსელონა (ესპანეთი), პანათინაიკოსი (საბერძნეთი), ჟალგირისი (ლიტვა), პროკომი (პოლონეთი), ნანსი (საფრანგეთი)

ს ჯგუფი

ტაუ (ესპანეთი), ფენერბაჰჩე (თურქეთი), რომა (იტალია), ოლიმპია (სლოვენია), ხუვენტუდი (ესპანეთი), ალბა (გერმანია)

ვ ჯგუფი

ცსკა (რუსეთი), პარტიზანი (სერბეთი), რეალი (ესპანეთი), ეფს (თურქეთი), მილანი (იტალია), პანიონიოსი (საბრეძნეთი)



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com