|
|
"სარბიელი"
ტონგას ჩადი-ადიმ საქართველო ძველ ალაგზე დააბრუნა
ზურაბ მიგრიაული
ტონგას მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რეიტინგში ცოტა ხნის წინ დაკარგული ადგილი დაიბრუნა. ტონგელებმა წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ფიჯის ნაკრებთან იმარჯვეს, რითაც სარეიტინგო 1,53 ქულა შეიმატეს და მე-15 პოზიციიდან მე-13-ზე დაბრუნდნენ. ყოველივე ამის გამო საქართველოს ნაკრები ისევ მე-14 ადგილზე ჩამოვიდა. სამი ერის პირველობაზე ახალი ზელანდიისგან მარცხნაწვნევი სამხრეთ აფრიკა მე-2 ადგილზე დაქვეითდა. ამ გამარჯვების წყალობით "შავებმა" 0,8 ქულა მოინაგრეს და პირველ პოზიციას უწიეს.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |