"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

აღდგომა და ხვალეო: რობერტ კუბიცას საორჭოფო მომავალი

კახა ლომაძე

მონრეალში, კანადის დიდ პრიზზე ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ "იქც-ზაუბერის" პოლონელი მრბოლი რობერტ კუბიცა გენერალური კლასიფიკაციის თავში მოექცა და მართალია, შემდეგ ორ, ფრანგულ და ბრიტანულ ეტაპებზე მან ჩვეული წარმატებით ვეღარ იჯირითა, საერთო ჩათვლის მოწინავეებს მაინც კუდზე აზის და ოდენ ორი ქულით ჩამორჩება.

კუბიცა მართლაც უნიჭიერესი მრბოლია და ბუნებრივია, რომ "იქც-ზაუბერის" შეფ მარიო ტაისენს მასთან კონტრაქტის გაგრძელება სურს. ამავდროულად, "სამეფო რბოლების" სამზარეულოში ჩახედულები ამბობენ, რომ პოლონელით თვით "სკუდერია ფერარი" დაინტერესდა და ეს კი ისეთი რამ გახლავთ, რაზედაც, ძნელად რომ რომელიმე მრბოლმა უარი თქვას.

თავად კუბიცა ჯერჯერობით კონკრეტულს არაფერს ამბობს თავისი სამომავლო გეგმების შესახებ. "ვნახოთ, რა იქნება ხვალ. ნამდვილად არ ვიცი, თუ რას მიმზადებს მომავალი. ეგ კი არა, ისიც არ ვიცი, თუ უახლოეს რბოლებში როგორ გამოვალ. ამ წუთისთვის ძალზე ბევრი კითხვებია, რომლებსაც პასუხები არ აქვთ - ფილოსოფიურად განაცხადა კუბიცამ და იქვე კითხვაზე, ხომ არ აპირებს "ფერარიში" გადასვლას, ასე ორჭოფულად უპასუხა - არ ვიცი... შეიძლება. შეიძლება, ერთხელ მეც მომეცეს ასეთი შესაძლებლობა, ვნახოთ".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com