"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ჩიხლაძე ბაქოში დაიქოქა

საქართველოს სადევისთასო ნაკრების ერთმა ლიდერმა ირაკლი ლაბაძემ რომ ჰოლანდიაში მიმდინარე 85-ათასიანი ჩელენჯერი მოგებით დაიწყო, ამის შესახებ გუშინ გვქონდა საუბარი. მეორე წრის შეხვედრას ლიტველ რიკარდას ბერანკისთან ირაკლი დღეს ჩაატარებს, მანამდე კი ჩვენი ნაკრების მეორე ლიდერზე, ლადო ჩიხლაძეზე ვთქვათ, რომელმაც, ტრავმებით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ, პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა.

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში შეა-ის ეგიდით ტარდება ტურნირი, იქ ლადო პირველ ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში მან 6:4 6:1 აჯობა მასპინძელ ემილ ალიხანბეკოვს.

მეორე წრეში ჩიხლაძე ხორვატ სტეფანო ვუკოვს შეხვდება, რომელმაც, თავის მხრივ, ჩვენებური გიორგი ხრიკაძე სამ სეტში, 1:6 6:3 6:4 დაამარცხა.

როგორც გუშინვე ვთქვით, ბაქოს ტურნირის მეორე წრეშია დემეტრე თაქთაქიშვილიც და ახლა მე-5 ნომრად განთესილ რუს მიხაილ ვასილევთან გაარკვევს ურთიერთობას, ხოლო კიდევ ერთი ქართველი ლაზარე კუხალაშვილი პირველ წრეში 4:6 4:6 დამარცხდა მე-7 ნომრად განთესილ რუს ვლადიმირ კარუსევიჩთან.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com