|
|
"სარბიელი"
სოფოს კამილა და ეველინი
იტალიის დედაქალაქ რომში, ტევერო რემოს თიხნარკორტებზე შეა-ის ეგიდით ქალთა 25-ათასიანი ტურნირი გახურდა. ამ შეჯიბრზე მე-8 ნომრად ჩვენებური სოფო შაფათავაა განთესილი და მან პირველ წრეში 6:3 7:6 მოუგო კვალიფიკაციიდან წამოსულ მასპინძელს, 16 წლისა და რეიტინგის 552-ე საფეხურზე მყოფ კამილა ჯიორჯის. მეორე წრეში სოფო კიდევ ერთ იტალიელს, ეველინ მაიერს შეხვდება, რომელმაც საწყის შეხვედრაში 7:5 6:1 დაჯაბნა თავისი თანამემამულე კაროლინა პილოტა. აი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალენთაუნის მაგარსაფარზე მიმდინარე 50-ათასიან ტურნირზე თამაში ქართველებმა უკვე დაამთავრეს. სალომე დევიძე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში დამარცხდა, ხოლო სოფო მელიქიშვილმა მესამე წრეს კი უწია, მაგრამ იქ 4:6 0:6 წააგო ვეტერან ამერიკელთან, 31 წლისა და ურეიტინგო ლოურენ ნიკლაუს-ზინკთან და ძირითად ბადეში ვერ შეაღწია.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |