|
|
"სარბიელი"
ჰემილტონი ჰოკენჰაიმშიც ყველაზე სწრაფია კახა ლომაძე
სილვერსტოუნის ლეგენდარულ ავტოდრომზე გასულ კვირას გამართული დიდი ბრიტანეთის დიდი პრიზით გამოწვეული ვნებათაღელვა ჯერაც არ ჩამცხრალა და ჰოკენჰაიმში, სადაც 20 ივლისს წლევანდელი საპირველფორულო ჩემპიონატის მორიგი, მეათე ეტაპი გაიმართება, ტესტები გახურდა. ჰოკენჰაიმში მთელი საპირველფორმულო სამყარო, ანუ ათივე გუნდი შეიკრიბა, ოღონდაც ტესტების პირველ დღეს გერმანიაშიც წვიმდა და მთლად სრულფასოვანი ვარჯიში ვერ გამოვიდა. ტესტების პირველ დღეს საუკეთესო კი სილვერსტოუნის გმირი, "მაკლარენ-მერსედესის" ინგლისელი პილოტი ლუის ჰემილტონი იყო, რომელმაც ჰოკენჰაიმის ტრასას 75-ჯერ შემოუქროლა და ყველაზე სწრაფ წრეზე წუთი და 15,484 წამი აჩვენა. ჰოკენჰაიმი, ისევე როგორც სილვერსტოუნი, "მაკლარენ-მერსედესისთვის" შინაური ტრასად ითვლება და ინგლისურ-გერმანულ საჯინიბოში იმედოვნებენ, რომ დიდი ბრიტანეთის დიდი პრიზის მოპოვების შემდეგ ისინი გერმანიის დიდი პრიზისთვისაც შეძლებენ ბრძოლას. ჰემილტონს 0,32 წამით ჩამორჩა მსოფლიოს ჩემპიონი, "ფერარის" ფინელი პილოტი კიმი რაიკონენი, ხოლო მესამე შედეგი "ტოიოტას" გერმანელმა მრბოლმა ნიკო როსბერგმა აჩვენა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |