|
|
"სარბიელი"
კვარაცხელიას პირველი და კაცნაკლული ვიტ ჯორჯია: ვიტელებმა დესნა დასცეს
მიხეილ ჟორჟოლიანი
ყირიმში შეკრებაზე მყოფმა "ვიტ ჯორჯიამ" მესამე საკონტროლო მატჩი გამართა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. ჩერნიგოვოს "დესნასთან" ნესტორ მუმლაძემ გუნდი ორი სხვადასხვა შემადგენლობით ათამაშა. პირველ ტაიმში სარეზერვო შემადგენლობა გამოიყვანა და ტაიმიც თანაბარი გამოდგა, თუმცა ვეტერინარებმა გოლის გატანა მაინც მოახერხეს - გიორგი კვაღინიძემ 25 მეტრიდან მძლავრად დაარტყა ჯარიმა - 1:0. მეორე ტაიმი "ვიტ ჯორჯიამ" ძირითადი შემადგენლობით ჩაატარა და სრულ უპირატესობასაც ფლობდა. 55-ე წუთზე ვეტერინარებმა ლამაზი სამსვლიანი კომბინაციის შემდეგ ანგარიშში სხვაობა გააორმაგეს - თავისი პირველი გოლი "ვიტ ჯორჯიას" მაისურით ვახტანგ კვარაცხელიამ მიითვალა. 75-ე წუთზე ლუკა რაზმაძემ მეტოქის უხეშობას უხეშობით უპასუხა და მოედნიდან გააძევეს. წინასწარი შეთანხმებით, შეცვლა შესაძლებელი იყო, თუმც თბილისელები მაინც კაცნაკლული დატოვეს და თამაშიც მეტ-ნაკლებად გათანაბრდა. 84-ე წუთზე კი კუჩერენკომ საჯარიმო დარტყმით სხვაობა შეამცირა. "ვიტ ჯორჯია" (| ტაიმი): მიქაბერიძე, ხურცილავა, ყველაშვილი ადამაძე, კაიშაური, მაისაშვილი, ვასაძე, კვაღინიძე, გ. ჯანელიძე, ღუჭაშვილი, ბერიაშვილი. (|| ტაიმი): მიქაბერიძე, ბეჭვაია, ა. კვახაძე, დ. ლომაია, ჯაფარიძე, რაზმაძე, გ. დათუნაიშვილი, კლიმიაშვილი, გ. მელქაძე, ვ. კვარაცხელია, ლიპარტია. დღეს "ვიტ ჯორჯია" იქაურ "კრიმტეპლიცას" გაეჯიბრება, ხვალ კი საქართველოში დაბრუნდება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |