|
|
"სარბიელი"
მასას კოეფიციენტმა წონაში დაიკლო კახა ლომაძე
დიდი ბრიტანეთის დიდ პრიზზე ლუის ჰემილტონისა და ფელიპე მასას წარუმატებლობამ საჩემპიონო ბრძოლაში სიტუაცია არნახულად დაძაბა. გენერალურ კლასიფიკაციას ჰემილტონ-რაიკონენ-მასას სამეული ერთნაირი ქულებით ლიდერობს და ამ ტრიოს ოდენ ორი ქულით ჩამორჩება "იქც-ზაუბერის" პოლონელი მრბოლი რობერტ კუბიცა. საერთო ჩათვლაში მდგომარეობის შეცვლისა და გამწავავების კვალად შეიცვალა ბუქმეიკერთა პროგნოზებიც. "უილიამ ჰილის" საბუქმეიკერო კანტორის აზრით, ამ წუთისთვის ჩემპიონატს ორი გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს ჰემილტონისა და რაიკონენის სახით და ამ ორს შორის კი მცირე უპირატესობა ინგლისელის მხარესაა. კერძოდ, ჰემილტონის საჩემპიონო შანსებზე ფსონები 2,2ჰ1 კოეფიციენტით მიიღება, ხოლო რაიკონენის კოეფიციენტი 2,25ჰ1-თან არის. მიუხედავად იმისა, რომ საერთო ჩათვლაში ჰემილტონისა და რაიკონენის გვერდითაა, ბუქმეიკერები
მასას გაცილებით დაბლა აყენებენ - ბრაზილიელის ჩემპიონობაზე კოეფიციენტი 5ჰ1-თან არის. კუბიცაც, ლიდერებთან მხოლოდ 2 ქულას კი აგებს, მაგრამ ბუქმეიკერთა აზრით, "იაფად" ფასობს. პოლონელის საჩემპიონო კოეფიციენტი 21ჰ1-თან არის და მის შემდეგ კი "იქც-ზაუბერის" გერმანელი მრბოლი ნიკ ჰაიდფელდი (51ჰ1) და "მაკლარენ-მერსედესის" ფინელი პილოტი ჰეიკი კოვალაინენი (81ჰ1) მოდიან.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |