|
|
"სარბიელი"
თხუთმეტიდან ორმოცდაერთი
ვანო კობიაშვილი
ორმოცდაერთში ჩაეტიადიდი ქვეყანაა ამერიკა დიდი შესაძლებლობებით და დიდი სპორტსმენებით. ამერიკელები პეკინის ოლიმპიადაზეც გამარჯვების და ოლიმპიურ ოქროს მოზრდილი ნაწილის დასათრევად მიდიან და პირველ რიგში მძლეოსნების და მოცურავეების ეიმედებათ. სამშაბათს აშშ-ს ოლიმპიურმა კომიტეტმა ქვეყნის ცურვის ფედერაციასთან შეთანხმებით საოლიმპიადოდ გამზადებულ მოცურავეთა სია გამოაქვეყნა. კაცს თვალები შუბლზე აგივარდება, რომ გადახედავ - აშშ-ს პეკინში არც მეტი, არც ნაკლები 41 მოცურავე მიჰყავს. ეს რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე - ჩვენ ჩვენი ვთქვათ და - საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრთა რიცხვი. მსოფლიოს ორი ასეული ქვეყნიდან ბარე ნახევარს არ ეყოლება ოლიმპიურ კრებულში იმდენი სპორტსმენი, რამდენიც ამერიკელებს მარტო მოცურავე ჰყავთ. იცოცხლეთ, მედლებსაც მოხვეტავენ - მარტო მაიკლ ფელპსი ჩინეთში რვა ოქროს ჩამოსატანად მიდის, საიდანაც ხუთი ინდივიდუალური და სამიც გუნდური იქნება. სხვებიც ისე ხომ არ ისხდებიან. წინასწარი პროგნოზით, სულ ამერიკელები, ასე 15 ან მეტ ოქროს მაინც ამოიღებენ პეკინის ახლად აშენებული ულამაზესი საცურაო აუზიდან. ქვემოთ კი გთავაზობთ პეკინში მიმავალი 41 ამერიკელი მოცურავის სიას. სულ მაგარი გოგო-ბიჭები არიან, 15 წლის ელიზაბეტ ბეისელიდან დაწყებული, 41 წლის დარა ტორესით დასრულებული. უფრო ქვემოთ კი ხელფარფლა მაიკლ ფელპსის რეკორდებსაც გადაავლეთ თვალი.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |