"სარბიელი"
# 156
ოთხშაბათი, 10 ივლისი, 2008 წელი

ზესტაფონი უგოლოდ მოდის

კახა შალამბერიძე

"ზესტაფონმა" თურქული შეკრების ბოლო საკონტროლო მატჩი გამართა. იმერელთა მეტოქე აზერბაიჯანული "ყარაბახი" გახლდათ.

მატჩი უგოლოდ დასრულდა, ზესტაფონელებმა კი ასეთი შემადგენლობით იათამაშეს: რ. კვასხვაძე, ლობჟანიძე, ფრიდოლინი (მაკარიანი 49), სანტოსი (შ. ღონღაძე 46), ს. თოდუა (ხიხაძე 80), რ. ონიანი (საცერაძე 74), ვიეირა (ბუკია 85), ნ. კვასხვაძე (ძარია 55), დაუშვილი (სტეფანიშვილი 58), გელაშვილი (იონანიძე 46), ბ. გოცირიძე (ჩასემი 27).

ზესტაფონური დებიუტი ჰქონდა ნახევარმცველ ნიკა სტეფანიშვილს, რომელიც აქამდე რუსთავის "ოლიმპში" იყო, თემურ მახარაძის გუნდში კი გასინჯვაზეა...

პირველ ტაიმში უპირატესობა ქართველებისა იყო. ასე გაგრძელდა შესვენების შემდეგაც.

ზესტაფონელებს გოლის გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდათ, თუმცა ნიკა გელაშვილმა ბურთი ძელს გაარტყა, ერიკ რომეო ჩასემმა, ზურაბ იონანიძემ და ჟილვან ვიეირამ კი ხელსაყრელი მომენტები ვერ გამოიყენეს.

ჩასემმა 27-ე წუთზე ტრავმირებული ბექა გოცირიძე შეცვალა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, საშიში არაფერია და ბექა მალე განაახლებს გუნდთან ერთად ვარჯიშს.

"ზესტაფონი" შინ დღეს ბრუნდება.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com