|
|
"სარბიელი"
მესხები თურქებმა შეაგულიანეს მიხეილ ჟორჟოლიანი
ახალციხის "მესხეთი" უკვე შეუდგა ახალი სეზონისთვის მზადებას. გუნდში გარკვეული ფინანსები გამოჩნდა, ამასთან, უახლოეს დღეებში თურქ ბიზნესმენებს ელოდებიან, რომლებიც კლუბის აქციების ნაწილს გააკონტროლებენ. "ფინანსები გამოჩნდა, უკვე იმედიანად ვარ. რაც შეეხება თურქ ბიზნესმენებს, მათ უახლოეს დღეებში ველოდებით. ისინი მხოლოდ ბიზნესმენები არ არიან, რომ იტყვიან, ფეხბურთში ჩახედული ხალხია და გარკვეული პროგრამით მოდიან. ერთწლიანი გუნდის შექმნაზე არ ფიქრობენ. ხანგრძლივი პროგრამა აქვთ... რაც შეეხება შემადგენლობას, ბირთვი იგივეა. "სიონის" ხელმძღვანელობასთან გვაქვს მოლაპარაკება და შესაძლოა, ზაზა ჭელიძე და ლევან ბაჯელიძე ვინათხოვროთ. ახლა გვარებს ვერ გეტყვით, მაგრამ გუნდში ბათუმელი და ზუგდიდელი ფეხბურთელებიც ისინჯებიან... თამაშით ბორჯომში ვითამაშებთ, ამიტომ გუნდს ამ დღეებში იქ გადავიყვანთ, სტადიონს შევაჩვევთ. გულშემატკივრის ნაკლებობას განვიცდით, მაგრამ ალბათ ავტობუსებით ვატარებთ" - გვითხრა "მესხეთის" პრეზიდენტმა გია მესხელმა.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |