|
|
"სარბიელი"
მე ვიცი, რომ შენ იცი, რა უნდა თქვა თბილისში
გერმანელი ფოლკერ ფინკე, ვისაც საქართველოში იმით იცნობენ, რომ "ფრაიბურგის" მწვრთნელობისას" გუნდში ქართველი ფეხბურთელები ჰყავდა, დღეს გამთენიისას თბილისში ჩამოვიდა. მისი ჩამოსვლა კი ერთხელაც ადასტურებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მას ეროვნული ნაკრების მწვრთნელობის უმთავრეს კანდიდატად მიიჩნევს. დანარჩენი მალე გაირკვევა. დამშვიდობებისას ფინკე გვეტყვის, რომ აღფრთოვანებულია აქაურობით, ისევე, როგორც ეს ხორვატმა ბრანკო ივანკოვიჩმა გვითხრა ამასწინათ, მერე კი, სამშობლოში დაბრუნებულმა უარი შემოთვალა. თუმცა ალბათობა, რომ გერმანიაში დაბრუნებული ფინკე უარს შემოთვლის, ნაკლებია. ფოლკერ ფინკეს კონკურენტებად კი კვლავაც რჩებიან ავრაამ გრანტი და ზიკო. დიდი ბრაზილიელისა რა გითხრათ და, ავრაამ გრანტიც, ალბათ, მალე ჩამოვა თბილისში. ზიკოს ამბავი უფრო ბუნდოვანია. ერთი სიტყვით, საქმე კვანძის გახსნისკენ მიდის, სანაკრებო სეზონის განახლებამდე კი სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
2008 წელი მოგვწერეთ :opentext@flashmail.com |