"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

ტატანაშვილი: ჯერ უგოლოდ

კახა შალამბერიძე

დიმიტრი ტატანაშვილის "პლზენმა" ჩეხურ "მოსტთან" ამხანაგური მატჩი გამართა და 2:2-ზე გაეყარა.

ქართველი ფორვარდი მინდორზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა, თუმცა გოლებში მონაწილეობა არ მიუღია. ისე კი, რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა.

ტატანაშვილის გუნდი მორიგ საკონტროლო მატჩს დღეს გამართავს რუმინულ "ტიმიშოარასთან".



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com