"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

რაბინოვიჩმა დემეტრაძეს საავადმყოფო ურჩია

კახა შალამბერიძე

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და კიევის "არსენალის" თავდამსხმელი გიორგი დემეტრაძე სხვა კლუბში აღარ გადავა.

ამის თაობაზე განცხადება "არსენალის" მფლობელმა ვადიმ რაბინოვიჩმა გააკეთა...

"ჭორების მიუხედავად, გიორგი დემეტრაძე გუნდში რჩება. ის ამჟამად შეკრებაზეა და დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს. მწვრთნელებს ჯერჯერობით გიორგი ძირითად შემადგენლობაში არ გადაჰყავთ, რადგან მას სამი კილოგრამით ზედმეტი წონა აქვს. მაქვს ექიმების მონაცემებიც, რომელთა თანახმად, მას სპურტისას პულსი წუთში 300 დარტყმა აქვს. ასეთი პულსით საავადმყოფოში უნდა წახვიდე და არა მოედანზე".

აი, ასეთი მკაცრი განცხადება გააკეთა რაბინოვიჩმა, ვინაც რამდენიმე დღის წინ უკრაინულ პრესასთან ინერვიუში თქვა, დემეტრაძის ადგილი "არსენალში" აღარ არისო...



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com