"სარბიელი"
# 157
პარასკევი, 11 ივლისი, 2008 წელი

ფილიპსი ბირმინგემში

"ვესტ ბრომვიჩის" თავდამსხმელი კევინ ფილიპსი "ბირმინგემში" გადავიდა. კლუბმა 34 წლის ფორვარდს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ფილიპსმა "ვესტ ბრომვიჩის" შემადგენლობაში ორ სეზონში 46 გოლი გაიტანა, თუმცა მისი საუკეთესო წლები მაინც "სანდერლენდთან" არის დაკავშირებული.

აღსანიშნავია, რომ "ვესტ ბრომვიჩი" წელს პრემიერლიგას დაუბრუნდა, ხოლო "ბირმინგემი" პირიქით, ჩემპიონლიგაში დაქვეითდა. როგორც ჩანს, ბებერ კევინს უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შეუძლია.



(c) გაზეთი "სარბიელი "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი

TOP.GE 
SpyLOG

2008 წელი

მოგვწერეთ :opentext@flashmail.com